ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს
ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ბათუმის კორტების სცენაზე მეორე საფესტივალო დღე ვირტუოზ დრამერს ჯოჯო მაიერს დაეთმო. შვეიცარიელი დრამერი უკვე მეორედ წარდგა თავის ელექტრონულ კვარტეტთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე. დღეს ბათუმის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს ლეგენდარული ჯექსონების მუსიკალური დინასტიის ჯგუფი დახურავს.