კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძარია
კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძარია. ხანძარმა უკვე გაანადგურა ტყის მასივის ათასობით ჰექტარი და 134 შენობა ნაგებობა. ამ დროისთვის 4 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, 42 წლის ადგილობრივი მკვიდრის მიერ ცეცხლმოკიდებული მანქანის ხევში გადაგდება სახელდება. მამაკაცი დაკავებულია.
