უკრაინის მიერ რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეზღუდვის შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს
უკრაინის მიერ რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეზღუდვის შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს. ბუდაპეშტი და ბრატისლავა აცხადებენ, რომ კიევის ამ ნაბიჯმა სასტიკად შეაფერხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგო მომარაგება, რის გამოც მათ ოფიციალური საჩივრები წარადგინეს როგორც უკრაინასთან, ასევე ევრო კავშირთან, რათა გადაეჭრათ ნავთობის მიწოდების მკვეთრი შემცირების პრობლემა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინა „შანტაჟში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ენერგო უსაფრთხოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. უნგრეთი ევროკავშირს მედიატორის როლის დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს.