პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ძიუდოში გიორგი სარდალაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალში დამარცხდა. ხმლით ასპარეზობაში დამარცხდა სანდრო ბაზაძე. ქართული სპორტის ლეგენდამ, ნინო სალუქვაძემ მისთვის მე-10 ოლიმპიადაზე 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში იასპარეზა და გამოსვლა 38-ე პოზიციაზე დაასრულა. ნინო სალუქვაძე 2 აგვისტოს პისტოლეტით 25 მეტრიდან სროლის შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას. თამაშები დასრულდა 15 წლის ანა ნიჟარაძისთვის, რომელიც ცურვაში 100 მეტრზე ბატერფლაის სახეობაში გამოდიოდა. ანამ 32 სპორტსმენს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.
