დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. კრივში, 28 წლის გიორგი ყუშიტაშვილი ოლიმპიადაში მერვედ ფინალიდან ერთვება, მისი მეტოქე ტაჯიკი მოკრივეა. გულაღმა ცურვაში საქართველოს სახელით გამოვა ნოე ფანცხავა. ქართველი სპორტსმენის მიზანი 16 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრაა.
