ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი. გამოჰკითხეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და პანკისში მცხოვრები რამდენიმე ქისტი. გამოკითხულთა შორის იყვნენ ბიზნესმენებიც. თბილისის გარდა გამოკითხვა მიმდინარეობდა ბათუმშიც. გამოძიების პარალელურად, კეთდება პოლიტიკური განცხადებები. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გამოძიება და მიმდინარე პროცესი ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არის ნათელი გამოვლინება იმის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.
