ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. არაერთი პირი გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და პანკისში მცხოვრები რამდენიმე ქისტი. გამოკითხულთა შორის იყვნენ ბიზნესმენებიც. თბილისის გარდა გამოკითხვები მიმდინარეობდა ბათუმში. რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობაზე საუბრობს. ამბობენ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ტერორისტული აქტები არ და ვერ განხორციელდეს.
