პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიის უსაფრთხოებას ათობით ათასი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე და საიდუმლო აგენტი იცავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების საგანგებო ზომები მთელი ოლიმპიადის განმავლობაში იმოქმედებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში პარტნიორი ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურებიც არიან ჩართულნი
