არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პოლიტიკაში ღიად არიან ჩართულები ამას წალენჯიხაში, დემოკრატიის სახელით მიმდინარე ფესტივალიც ადასტურებს
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პოლიტიკაში ღიად არიან ჩართულები ამას წალენჯიხაში, დემოკრატიის სახელით მიმდინარე ფესტივალიც ადასტურებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ლევან ცუცქირიძის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. ცუცქირიძე აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების გადადგომას, აქციების მიმდინარეობის დროს, ახლა კი ლელოსთან გაერთიანდა. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ფინანსური წყარო, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უცხოური თანხები წინა საარჩევნო კამპანიებში და აგიტაციებში არ უნდა იხარჯებოდეს