ოლიგარქი კეზერაშვილის გეგმა, სრულდება - „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
ოლიგარქი კეზერაშვილის გეგმა, სრულდება - „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კადრების გადანაცვლების თემა, კვიპროსში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა და მოითხოვა, რომ საარჩევნო კამპანია თავად აკონტროლოს. სააკაშვილის სურვილი, კი თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სოფო ჯაფარიძის დანიშვნა იყო. ჯაფარიძე ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა და დავით კეზერაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს
