წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო