სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიებაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლზე, რელიგიათა შორის თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეები რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის მანდატს და საქმიანობას გაეცნენ
