რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ, ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა. ქიმიო თერაპიის განყოფილება, კლინიკაში, რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის. მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიც დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა
