ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არაერთი პირი გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და პანკისში მცხოვრები რამდენიმე ქისტი. რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობაზე საუბრობს. ამბობენ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ტერორისტული აქტები არ და ვერ განხორციელდეს
