პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო ქსელზე ვანდალური აქტები განხორციელდა
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო ქსელზე ვანდალური აქტები განხორციელდა. შედეგად, საფრანგეთის დედაქალაქში სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეფერხდა და რეისების ნაწილი გაუქმდა. საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიის ცნობით, ვანდალიზმის ფაქტები ღამით ერთდროულად რამდენიმე ადგილას მოხდა.
