„თუკი პრეზიდენტ ტრამპს მოკლავენ, რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს, იმედი მაქვს ამერიკა ირანს გაანადგურებს და აღგვის პირისაგან მიწისა“- წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
„თუკი პრეზიდენტ ტრამპს მოკლავენ, რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს, იმედი მაქვს ამერიკა ირანს გაანადგურებს და აღგვის პირისაგან მიწისა“- წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელი ლიდერები ლაჩრებად ჩაითვლებიან. ტრამპმა ამ პოსტს თან დაურთო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიდეო, ნეთანიაჰუ ირანის მიერ ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმაზე საუბრობს. ამერიკულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომ საიდუმლო სამსახური ირანის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო გეგმებზე იყო ინფორმირებული, თუმცა დაზვერვის ეს ინფორმაცია 13 ივლისს ტრამპზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირში არ ყოფილა.
