თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა
თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ. რეკრუტთა მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს წარჩინების სერტიფიკატები და საპატიო სიგელები გადაეცათ. რეკრუტები საწყის საბრძოლო მომზადებას რვა კვირის განმავლობაში გადიოდნენ. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს.
