ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი, რომელსაც ჩვენ პროცენტებით ვაბრუნებთ უკან - პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს პასუხობს
ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი, რომელსაც ჩვენ პროცენტებით ვაბრუნებთ უკან - ასე პასუხობს ხელმეორედ პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ელჩს. რომელმაც თქვა, რომ საფრანგეთის ფინანსური დახმარება შეჩერდება, შემდეგ კი საელჩომ კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს კი სამთავრობო გუნდის განმარტებით არა საჩუქარი, არამედ საკრედიტო სესხია.
