კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა
კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. საქმე “ტვ პირველზე”, მაია მამულაშვილის გადაცემაში გახმაურებულ ამბავს ეხება, სადაც თითქოს თბილისის მერმა ერთი ტენდერიდან 60 მილიონი აიღო. სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ ეს ფაქტი ტყუილი იყო. კალაძის ადვოკატი ტელეკომპანია პირველის და მაია მამულაშვილის მხრიდან სიცრუის აღიარებას და ბოდიშის მოხდას, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. ფაქტს მმართველ გუნდში აფასებენ.
