ქუთაისი-ლარნაკის რეისით კვიპროსში დიმიტრი ჩიქოვანი, იგორ ნარმანია, გიგი გიგიტელაშვილი, ირაკლი გაბიძაშვილი და ლევან სანიკიძე გაემგზავრნენ
ქუთაისი-ლარნაკის რეისით კვიპროსში დიმიტრი ჩიქოვანი, იგორ ნარმანია, გიგი გიგიტელაშვილი, ირაკლი გაბიძაშვილი და ლევან სანიკიძე გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, მიზანი ოლიგარქ კეზერაშვილთან შეხვედრაა. კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი სიძესთან აუდიენციას უარყოფს, თუმცა გვახსოვს ცოტა ხნის წინ ჩიქოვანის და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა ლარნაკაში ვიზიტი კეზერაშვილთან. მაშინ ჩიქოვანმა სიძესთან შეხვედრა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები იყო. კეზერაშვილს საარჩევნო კამპანიის გაკონტროლება სურს.
