ტერორიზმის საქმეთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ
ტერორიზმის საქმეთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ტერორისტული აქტები არ და ვერ განხორციელდეს.
