კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუშინ ორმა ქართულმა გუნდმა ითამაშა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუშინ ორმა ქართულმა გუნდმა ითამაშა. ქუთაისის „ტორპედომ“ ნიქოზიის „ომონიასთან“ სტუმრად 1-3 წააგო. ერთადერთი გოლი ქუთაისის გუნდიდან 75-ე წუთზე მომო იანსანემ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში 2 უპასუხო გოლი გაიტანეს. ამ შეხვედრაში შედგა მამადუ სახოს დებიუტი, ფრანგმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ტორპედოსა და ომონიას შორის მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პირველ აგვისტოს გაირკვევა. ევროტურნირებზე პირველი მატჩი ჩაატარა თბილისის „იბერიამ“. ლევან კორღალიძის გუნდმა ალბანეთის „პარტიზანი“ 2-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ანგარიში 31-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. საბოლოო შედეგი კი შეიკნე სილამ დააფიქსირა. „იბერიას“ და „პარტიზანის“ საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს, ტირანაში გაიმართება.
