ღაზის სექტორში ომის დასრულების დროა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა
ღაზის სექტორში ომის დასრულების დროა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. კამალა ჰარისის თქმით, მან ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ დაუდასტურა შტატების მხარდაჭერა, თუმცა შეშფოთება გამოთქვა ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. ჰარისთან შეხვედრამდე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლის ლიდერს შეხვდა, დღეს კი იგეგმება ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის აუდიენცია
