აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მედიის, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ინტერნეტ ინფლუენსერების მონაწილეობით, საინფორმაციო ტური ჩატარდა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მედიის, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ინტერნეტ ინფლუენსერების მონაწილეობით, საინფორმაციო ტური ჩატარდა. სტუმრებმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ადგილზე მიმდინარე რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტები დაათვალიერეს. ესტუმრნენ პეტრას, გონიოს, ხიხანის ციხეებს, თამარის ხიდსა და ბათუმში არსებულ ძეგლებს. ტური "იუესადისი" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავს სააგენტოს სტრატეგიული და მარკეტინგული კომუნიკაციის განვითარებას.
