სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე შეხვდნენ. შეხვედრაზე დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე - სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე. შეხვედრები პარლამენტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.
