საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართეს
საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მეგობრობის ჯგუფის წევრები, ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ახალქალაქში სურბ ხაჩ ეკლესია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის ტაძარი დაათვალიერეს.
