ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვის პროცესი გრძელდება
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვის პროცესი გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ საათში მოწმეებს ელოდებიან. საქმე გრიფით საიდუმლოა, გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
