ფესტივალი იორდანიაში
კულტურის მინისტრი იორდანიის სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურული ფესტივალის გახსნას დაესწრო. თეა წულუკიანმა ვიზიტისას არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაც გამართა. მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა. ქალაქ კარაკში კი, შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერს ეწვია. მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც იორდანიაში გაემგზავრება და ადგილობრივ კოლეგებთან ერთად არქეოლოგიურ სამუშაოებს განახორციელებს. მინისტრი მოსეს მთაზეც იმყოფებოდა და სასულიერო პირებს პეტრე იბერის შესახებ ესაუბრა. გამოითქვა სურვილი, რომ წმინდა მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში ქართული ტრადიციული გალობისა და მრავალხმიანი სიმღერის კონცერტი გაიმართოს. თეა წულუკიანმა ასევე შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს სენატის წევრებსა და ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. რაც შეეხება იორდანიის მეფის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალს, აქ საქართველოს ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარმოადგენს