უკრაინის დეფოლტი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიჩმა“ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი „ცე“ დონემდე დაწია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დეფოლტის პროცესი გარდაუვალია, ან მეტიც, უკვე დაიწყო. მიზეზი, ცოტა ხნის წინ კრედიტორთა ჯგუფთან დადებული ახალი ხელშეკრულება გახდა, რომელიც 20 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო ობლიგაციების ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. „ფიჩმა“ ეს დეფოლტის მსგავს პროცესად შეაფასა. 22 ივლისს უკრაინის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ ქვეყნის საგარეო ვალის გადახდის გადავადებაზე ევროობლიგაციების მფლობელთა ჯგუფთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ დავალიანების პირველი ნაწილის გადახდა 2029 წლამდე გადაიდო. ასევე, ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგარეო ვალის გადახდის შეჩერების ნებას რთავს. სააგენტო „ფიჩის” განმარტებით სწორედ ამ პროცესებმა იქონიეს უკრაინის საკრედიტო რეიტინგზე ნეგატიური გავლენა
