კორუფცია ევროპაში
ევროკავშირის მოსახლეობის 2/3 მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში კორუფცია ძალიან არის გავრცელებული. კვლევის შედეგებს, რომელიც „ევრობარომეტრმა” გამოაქვეყნა ავრცელებს. აღნიშნული გამოკითხვა ევროკომისიის ყოველწლიური კანონის უზენაესობის ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ანტიკორუფციულ ზომებს ასახავს. პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროპელთა თითქმის 70 პროცენტს მიაჩნია, რომ, მათ ქვეყნებში კორუფციის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით საბერძნეთში, პორტუგალიაში, მალტასა და სლოვენიაში. გამოკითხულთა 75 პროცენტი კი ამბობს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რაც კორუფციის აყვავებისთვის პირობებს ქმნის
