ქართული პასპორტის რეიტინგი
საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა. ახალი კვლევა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განახლებული მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს და ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 სახელმწიფოში შეუძლიათ. ერთი წლის წინ ჩვენი ქვეყანა ინდექსში, 50-ე პოზიციაზე იყო
