უცვლელი საგარეო კურსი
მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ - ევროპული გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის - მამუკა მდინარაძემ კომენტარი ქვეყნის კურსთან დაკავშირებით გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საგარეო კურსი არასდროს შეიცვლება, რადგან სწორედ ევროპული გზაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მრწამსიც და მიმართულებაც, ხოლო საზოგადოების განწყობა მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაშიც ასახა
