თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო
თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო. ეკლესია სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. ტაძრის სამხედრო მოძღვარმა წირვა აღავლინა. მეუფე სვიმეონმა თავდაცვის მინისტრს ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურის ლოჯისტიკის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო
