ნანა ალექსანდრიას თასი 2024-ის გათამაშება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების გამარჯვებით დასრულდა
ნანა ალექსანდრიას თასი 2024-ის გათამაშება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების: გიგა ყუფარაძის და ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა. ფოთში გამართული, რიგით მე-17 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, ქართველმა დიდოსტატებმა 9-იდან 7 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს კონკურენტებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველი ადგილი ყუფარაძემ დაიკავა. ფესტივალი სხვადასხვა კატეგორიაში 11 ტურნირად გაიმართა, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათას ლარს შეადგენდა. შეჯიბრება ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშებაში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
