საქართველოს ძალოსანთა და მოცურავეთა ოლიმპიური ნაკრებები პარიზში გაემგზავრა
საქართველოს ძალოსანთა და მოცურავეთა ოლიმპიური ნაკრებები პარიზში გაემგზავრა. სპორტსმენები გულშემატკივრებმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა გააცილეს. გაცილების ცერემონიაზე , სპორტსმენებს აეროპორტის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონი ლარი, ვერცხლის მედალოსანს - ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 ათასი ლარი გადაეცემა.
