საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოფიციალურად გაიხსნა. “ფორ საითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი“ ახალი ტიპის ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს. ფონდში თანხების განთავსებით, ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, ხოლო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება. საინვესტიციო ფონდს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს.
