ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვა გრძელდება - ვისი გვარი ფიგურირებს ტერორიზმის საქმეში
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია გამოიკითხა. მისი გამოკითხვის შემდეგ პირველად ხდება ცნობილი, რომ საქმეში ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს. ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი სწორედ ლაშა რუხაიამ თქვა. მანამდე საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა კონსტანტინე ჯღამაია. თუმცა მან და მისმა ადვოკატმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
