ბათუმში საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების კონცერტი გაიმართა
ბათუმში საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების კონცერტი გაიმართა, საღამოზე 15 მდე მუსიკალური ნომერი შესრულდა, რეპერტუარში იყო ცნობილი ქართული სიმღერებიც. ანსამბლ "ბიელკა ენდ სულიკოს" წევრები ემიგრანტ კვიროსი ჩაიძის შთამომალები არიან. ისინი საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან. ამ ოჯახსა და ლევილში მცხოვრებ ქართველებზე, ავთანდილ ბერიშვილმა წიგნი "ნაგომარიდან ლევილამდე" გამოსცა. ანსამბლი სწორედ მისი ინიციატივით ჩამოვიდა საქართველოში. ღონისძიება თბილისშიც გაიმართა. კონცერტები იგეგმება ოზურგეთსა და ლანჩხუთში.