პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღე რჩება
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღე რჩება. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარ , გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდება. სპორტული ღონისძიების მიმდინარეობისას საფრანგეთში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იმოქმედებს. წესრიგს 75 ათასი სამართალდამცველი დაიცავს. დაიკეტება მეტროს რამდენიმე სადგური.
