კონგრესში ისრაელის პრემიერ მინისტრის სიტყვის გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმთან პალესტინის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია გაიმართა
კონგრესში ისრაელის პრემიერ მინისტრის სიტყვის გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმთან პალესტინის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია თავიდან მშვიდობიანი იყო, თუმცა ნეთანიაჰუს მიმართვიდან მალევე აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი.
