მორიგი კვლევა და საქართველოს გაუმჯობესებული შედეგები
მორიგი კვლევა და საქართველოს გაუმჯობესებული შედეგები. სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზე მოხვდა. თერთმეტ წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში 11-ე ადგილზეა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსის მიხედვით, შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,1 მეათედი ქულა დაიმსახურა. ინდექსი იკვლევს „არის თუ არა სახელმწიფო სამუშაო ადგილები თანაბრად ღია კვალიფიცირებული პირებისთვის, მიუხედავად მათი ასოციაციისა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან?“ . 2012 წელს საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 81-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი საქართველო 33 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს დიდ ბრიტანეთს, ავსტრიას, მალტას, პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ხორვატიას, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს.
