ტერორიზმის საქმე - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხვა გრძელდება
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით კონსტანტინე ჯღამაიას უსმენენ. საქმე გრიფით საიდუმლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. მიზანი კი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები