მკვლელობის მომზადების საქმე
ტერორისტული აქტის მომზადება და შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლებით მიმდინარეობს. ირკვევა ისიც, რომ ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდება და ამ დანაშაულის უკან შესაძლოა უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ძალოვანი უწყებების ასევე ყოფილი თანამშრომლები იდგნენ. სუსის ინფორმაციით, დესტრუქციული ძალების მიზანი კი ამ გზით ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს კონკრეტული პირების მოწმის სახით გამოკითხვა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
