ცნობილი მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
ცნობილი მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას და თავისი ფილმის „ნანგა პარბატი - ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“ ჩვენებას თავად რაინჰოლდ მესნერი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გახსნის ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, იტალიის ელჩი საქართველოში, დარგის სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ