კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა
კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. საჯარო პრეზენტაციაზე ითქვა რომ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და მნიშვნელოვან ძალაუფლებას მაგთიკომი ფლობს. კომუნიკაციების კომისიამ მაგთიკომს სპეციალური ვალდებულებები განუსაზღვრა. კომპანია ვალდებული იქნება საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირავოს და მათ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა მისცეს. ოფიციალურ გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებენ. მაგთიკომში კი ამბობენ რომ კომისიის დასკვნა დაუსაბუთებელია და რეალობას არ შეესაბამება. მათი თქმით, ბაზარზე კონკურენცია არსებობს, კომისიის ამ გადაწყვეტილებით კი დარგი დაზიანდება და ინვესტიციების განხორციელება შეფერხდება. მოუწოდებენ კვალიფიციურ ექსპერტებს მოუსმინონ და საბოლოო გადაწყვეტილება სწორი ანალიზის საფუძველზე მიიღონ
