„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახლოებით 60 პროცენტია. მთავრობის მეთაურის თქმით საჭიროა მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის შემდგომი განვითარება. მისივე თქმით ქართული ოცნება გაკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ პირობებში ჩატარდეს. არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დააკვირდებიან, მათ უკვე გაეგზავნათ ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
