სუს-ის ინფორმაციას უაღრესად შემაშფოთებელს უწოდებს პრემიერ-მინისტრი
სუს-ის ინფორმაციას უაღრესად შემაშფოთებელს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ასეთი აქტების პრევენციისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით კონკრეტულ ძალებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით აქვს. ასეთ პირობებში კი საფრთხეები არსებობს. მისივე თქმით გასაკვირი არც ის არის, რომ, გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება
