სუსი: ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე მიმდინარეობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია დანაშაულებრივი ქმედებების მიზანზეც, ეს არის ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა
