ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი. სუს-ში შესვლამდე მან ჯერ საკუთარი ვინაობა დამალა, გამოკითხვიდან გამოსულმა კი თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პირად საქმეზე იმყოფებოდა. სუსი კი ადასტურებს, რომ რაქვიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმის ფარგლებში გამოიკითხა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად უწყება გამოკითხვის დეტალებს არ ასაჯაროებს
