გურჯაანში კულინარიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანში კულინარიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლებელი გასტრონომიის მოყვარულებს საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს, პროფესიულად დაეუფლონ კულინარიას და დასაქმდნენ წამყვან სარესტორნო ქსელებში. სამუშაო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აკადემიას საერთაშორისო სტატუსი ექნება და 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი